Pages

Friday, December 29, 2006

Taxi


ავარიაში მოვყევი... ტაქსისტს ვუთხარი ჩქარა იარეთქო და ისე ჩქარა იარა რომ პეკინზე წინა მანქანას შეეჯახა. ის მანქანა Golf 2 იყო და არაფერი მოუვიდა, სამაგიეროდ ტაქსი როგორ დაიმტვრა სურათზე ჩანს. მეორე სურათზე ჩემი შუბლის ”ანაბეჭდია”. თავი მთელი მაქვს, მაგრამ აზრები კი დავტოვე საქარე მინაზე :) და გამვლელებიც იცინოდნენ, სავარაუდოდ ჩემზე იმიტომ რომ შუბლზე ხელი მედო

მართალია - ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებში დრო ნელა გადის: დამუხრუჭების შემდეგ საკმაოდ ბევრ რაღაცაზე გავიფიქრე, მაგალითად სულ ბოლო მომენტში გავიფიქრე კაპოტი რატომ არ დაიჭეჭყაო და ზუსტად დაიწყო კიდეც ამობურცვა კაპოტმა, თან მომეჩვენა რომ ნელა ამოიბურცა. კიდევ შეჯახებამდე იმაზეც მოვასწარი გაფიქრება თუ რა სიჩქარით ვეჯახებოდით და რა მოგვივიდოდა და იმაზე რომ ავარიაში ვყვები :)

Friday, December 08, 2006

bastetoplan


მაგარი ფრენოლოგიური საჩუქარი მივიღე დაბადების დღისთვის სტუდენტ-ბასტეტოლოგისგან :) მაგას შემოევლოს ჩემი თავი :) ხოდა, ყველაზე მაგარი ის იყო რომ მაღლივში და მერე ქუჩაში ეს ლექტორი კაცი დავდიოდი ამხელა თვითმფრინავით ხელში :D