Pages

Friday, January 19, 2007

Ubuntu

Ubuntu-ზე გადავედი, ანუ გავlinuxოიდდი. და კაია! არა, კაი კი არა მაგარია. ერთადერთი რასაც აქ ვერ დავაყენებ არის ავიასიმულატორები რაც ისედაც არ მაქვს სამსახურში. ისე კი ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება და რაც მთავარია ყველაფერი უფასო, ანუ არავითარი კრეკები და მაიმუნობები :) MS Office-ის მაგივრად Open Office რომელიც თუ არ ჯობია ნაკლები არაფრითაა პირველზე. და თან მოყვება უბუნტუს. 4 ჩატის მაგივრად 1 GAIM რომელშიც ყველაფერია შიგნით skype-ის გარდა, და რომელიც იჭედება რატომღაც თუ დამალული MSN-დან მწერენ :) კიდევ არის 1-2 პატარა პრობლემა მაგრამ იმედნად უმნიშვნელო რომ საწუწუნოდ არ ღირს. mp3-საც მშვენივრად უკრავს, თითქმის ყველა ვიდეო ფორმატს "მიჩვენებს", რაც მჭირდება იმაზე მეტი შესაძლებლობების მქონე ფოტოშოპის მაგვარი პროგრამა აქვს სახელად GIMP. ფოსტას რაც შეეხება MS Outlook-ს ვხმარობდი Rule-ებთ და ფოლდერებში დანაწილებით, ამასაც მშვენივრად ვაკეთებ Evolution-ში. ნუ FireFox ხომ ყველგან FireFox-ია, მითუმეტეს თუ Google Browser Sync-ს იყენებ. ეს წუთია BlueTooth-იც ავამუშავე სულ რაღაც 1 "პწიჩკის" ჩართვით და სურათები გადმოვწერე მობილიდან. Nvidia FX5200-ის დრივერებიც დავაყენე(თუ ბოლო ვერსია გინდა ცოტა საცალიჩოა). USB Flash დისკებზეც მახსოვდა 1 ჩვენი მეგობარ ცნობილ ლინუხოიდს რამდენი პრობლემები ქონდა ადრე, აქ კი ზუსტად ისეა როგორ ვინდოუსში: შეარჭე და იხმარე :) მეტი რა უნდა უნდოდეს ჩვეულებრივ უზერს? პატარა მარტივი თამაშები? უამრავი მოყვება და უამრავი შეგიძლია დაამატო. მოკლედ ის სტანდარტული პრობლემები და პრეტენზიები რის გამოც "პინგვინებზე" უარს ამბობენ, სულ ტყუილია. ხო კიდევ 1: სახლშიც მაქვს დაყენებული მეორე ვინტზე უბუნტუ, და იქ კიდევ მიერთებული მაქვს CH-ის f-16-ის ჯოისტიკი და პედლები USB-ზე, და კიდევ f-15-ის "რუდ" GamePort-ზე (ეს ყველაფერი პილოტად რომ ვიგრძნო ხანდახან თავი მაგისთვის მჭირდება). ეს სამივე მოწყობილობა მშვენივრად იპოვა და ამოიცნო, მართალია დრივერები არ დამიყენებია და რამე პროგრამით არ გამიტესტია მაგრამ რაც მთავარია არ დაიბნა და მიხვდა რომ ჯოისტიკი ჯოისტიკია და პედლები პედლებია :)
ხო ეხლა მთავარი, პროგრამირებას რაც შეეხება: JDK-ზე ლაპარაკიც არ ღირს, არც Ant-ზე JBoss-ზე. IDE-ზე კი ღირს: რა საჭიროა $5000-იანი JBuilder როდესაც არსებობს უფასო Eclipse? თან უნდა დაკრეკო ასეთი ძვირფასი პროდუქტი და მერე შეხვალ Help->About-ში აკრიფავ meettheteam-ს და თვალებში ვეღარ შეხედავ იმ პროგრამისტებს :) მოკლედ ეკლიპსი ცალკე თემაა და მაგაზე მოგვიანებით, როცა შევეჩვევი, მაგრამ უკვე შემიძლია გირჩიოთ, თუ არ გაპინგვინდებით, გაეკლიპსდით მაინც, ვინდოუსზეც არის ეკლიპსი. MySQL-ისთვისაც ყველაფერია უბუნტუზე. და საერთოდ მათთვის ვინც MySQL-Apache-PHP-ზე "ჩალიჩობს" ასევე 1 "პწიჩკის" ჩართვით ან 1 apt-get ბრძანებით დააყენებს სამივეს. უბრალოდ რამდენად კაია პროგრამისტისთვის ასეთი რაღაცეების 1 "პწიჩკით" დაყენებას მიჩვევა ეგ სხვა საკითხია :)
ელხა მინდა დავაფრანკენშტეინო კერნელი, ანუ ამოვაჭრა ყველაფერი და ასე დაკომპილირება ვისწავლო. ეს 1 პატარა რობოტისთვის დამჭირდება მომავალში ;)