Failed to load JavaHL Library.
These are the errors that were encountered:
no libsvnjavahl-1 in java.library.path
no svnjavahl-1 in java.library.path
no svnjavahl in java.library.path
java.library.path = /usr/lib/jvm/java-6-sun-1.6.0.15/jre/lib/i386/client:/usr/lib/jvm/java-6-sun-1.6.0.15/jre/lib/i386:/usr/lib/xulrunner-addons:/usr/lib/xulrunner-addons:/usr/java/packages/lib/i386:/lib:/usr/lib
საქმე იმაშია რომ ამ პლაგინს SVN-თან სამუშაოდ შეუძლია გამოიყენოს ორი ბიბლიოთეკიდან ერთ-ერთი:
1) JavaHL - JNI ბაინდინგი ნეიტივ ბიბლიოტეკაზე.
2) SVNkit - მთლიანად ჯავაზე რეალიზებული ბიბლიოტეკა.
ზემოთ აღწერილი შეცდომა ხდება მაშინ როდესაც პლაგინი ცდილობს გამოიყენოს JavaHL და ვერ პოულობს მის ნეიტივ ბიბლიოტეკას (*.so ფაილებს)
თუ მაინცდამაინც JavaHL-ით გვინდა SVN-თან კავშირი მაშინ ცოტა მეტი ლინუქსოიდობა მოგვიწევს.
პირველ რიგში უბუნტუზე უნდა დავაყენოთ JNI ბაინდინგების ბიბლიოთეკა:
sudo apt-get install libsvn-javaშემდეგ გადმოწერეთ javahltests.jar ფაილი რომელიც დაგვჭირდება JavaHL-ის შესამოწმებლად. უბუნტუზე JNI ბიბლიოტეკები ჩვეულებრივ /usr/lib/jni ფლდერში ინსტოლირდება. ჯავა კი ჩვეულებრივ არ იყურება ამ ფოლდერში. ამიტომ გადმოწეილი ფაილის ასე გაშვება
java -jar javahltests.jarშეცდომას გამოიტანს მიუხედავად იმისა რომ ბიბლიოტეკა დავაინსტოლირეთ.
ამიტომ საჭიროა ჯავას ხელით მივუთითოთ ბიბლიოთეკების ფოლდერი შემდგენაირად:
java -Djava.library.path=/usr/lib/jni -jar javahltests.jarწესით ახლა უკვე შეცდომები აღარ უნდა გამოიტანოს. შედეგი დაახლოებით ასე უნდა გამოიყურებოდეს:
.........................................
.........
Time: 146.249
OK (50 tests)
ეს ნიშნავს რომ JavaHL, ანუ ბაინდინგი ნეიტივ ბიბლიოტეკაზე კარგად მუშაობს.
ამის შემდეგ დარჩა მხოლოდ ეკლიპსისთვის JNI ნეიტივ ბიბლიოტეკების ფოლდერის მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც ვერ დაინახავს მათ და მივიღებთ ისევ იმ შეცდომას.
გადადით ეკლიპსის ფოლდერში და გახსენით eclipse.ini ფაილი და დაამატეთ ქვემოთ მუქად გამოყოფილი ხაზი:
ამის შემდეგ დარჩა მხოლოდ ეკლიპსისთვის JNI ნეიტივ ბიბლიოტეკების ფოლდერის მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც ვერ დაინახავს მათ და მივიღებთ ისევ იმ შეცდომას.
გადადით ეკლიპსის ფოლდერში და გახსენით eclipse.ini ფაილი და დაამატეთ ქვემოთ მუქად გამოყოფილი ხაზი:
-vmargs
-Djava.library.path=/usr/lib/jni
-Dosgi.requiredJavaVersion=1.5შეინახეთ ფაილი და გადატვირთეთ ეკლიპსი. წესით ეკლიპსმა შეცდომები JavaHL-ის შესახებ აღარ უნდა გამოიტანოს.