Pages

Wednesday, March 21, 2007

Air Balloon Club

ამ ვიდეოზე უცხოური შეჯიბრია, აჩქარებული.
შარშან საქართველოშიც იყო მსგავსი ჩემპიონატი, ცოტა პატარა მაშტაბის, მაგრამ საქართველოსთვის არც ისე პატარა: 18 გუნდი იყო ჩამოსული უცხოეთიდან. წელსაც ტარდება ასეთი ჩემპიონატი ჩვენთან, თუ გაინტერესებთ, ან ლამაზი ფოტოების გდაღება გინდათ, შეგიძლიათ მობრძანდეთ. კონკრეტული ინფორმაცია ავიაციის ეროვნული ფედერაციის საიტზე:
http://www.naf.ge/
შარშანდელი ჩემპიონატის სურათებიდან განსაკუთრებით სტარტის სურათები მომწონს.

ჰაერნაოსნობაზე არის ჩემპიონატის ორგანიზატორის საიტი http://www.balloons.ge/ სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ საკმაოდ საინტერესო ისტორიებს პირველ ქართველ პილოტზე, მეფე ერეკლესადმი მიწერილ წერილზე აეროსტატების შესახებ და ა.შ.

Friday, January 19, 2007

Ubuntu

Ubuntu-ზე გადავედი, ანუ გავlinuxოიდდი. და კაია! არა, კაი კი არა მაგარია. ერთადერთი რასაც აქ ვერ დავაყენებ არის ავიასიმულატორები რაც ისედაც არ მაქვს სამსახურში. ისე კი ყველაფერი მაქვს რაც მჭირდება და რაც მთავარია ყველაფერი უფასო, ანუ არავითარი კრეკები და მაიმუნობები :) MS Office-ის მაგივრად Open Office რომელიც თუ არ ჯობია ნაკლები არაფრითაა პირველზე. და თან მოყვება უბუნტუს. 4 ჩატის მაგივრად 1 GAIM რომელშიც ყველაფერია შიგნით skype-ის გარდა, და რომელიც იჭედება რატომღაც თუ დამალული MSN-დან მწერენ :) კიდევ არის 1-2 პატარა პრობლემა მაგრამ იმედნად უმნიშვნელო რომ საწუწუნოდ არ ღირს. mp3-საც მშვენივრად უკრავს, თითქმის ყველა ვიდეო ფორმატს "მიჩვენებს", რაც მჭირდება იმაზე მეტი შესაძლებლობების მქონე ფოტოშოპის მაგვარი პროგრამა აქვს სახელად GIMP. ფოსტას რაც შეეხება MS Outlook-ს ვხმარობდი Rule-ებთ და ფოლდერებში დანაწილებით, ამასაც მშვენივრად ვაკეთებ Evolution-ში. ნუ FireFox ხომ ყველგან FireFox-ია, მითუმეტეს თუ Google Browser Sync-ს იყენებ. ეს წუთია BlueTooth-იც ავამუშავე სულ რაღაც 1 "პწიჩკის" ჩართვით და სურათები გადმოვწერე მობილიდან. Nvidia FX5200-ის დრივერებიც დავაყენე(თუ ბოლო ვერსია გინდა ცოტა საცალიჩოა). USB Flash დისკებზეც მახსოვდა 1 ჩვენი მეგობარ ცნობილ ლინუხოიდს რამდენი პრობლემები ქონდა ადრე, აქ კი ზუსტად ისეა როგორ ვინდოუსში: შეარჭე და იხმარე :) მეტი რა უნდა უნდოდეს ჩვეულებრივ უზერს? პატარა მარტივი თამაშები? უამრავი მოყვება და უამრავი შეგიძლია დაამატო. მოკლედ ის სტანდარტული პრობლემები და პრეტენზიები რის გამოც "პინგვინებზე" უარს ამბობენ, სულ ტყუილია. ხო კიდევ 1: სახლშიც მაქვს დაყენებული მეორე ვინტზე უბუნტუ, და იქ კიდევ მიერთებული მაქვს CH-ის f-16-ის ჯოისტიკი და პედლები USB-ზე, და კიდევ f-15-ის "რუდ" GamePort-ზე (ეს ყველაფერი პილოტად რომ ვიგრძნო ხანდახან თავი მაგისთვის მჭირდება). ეს სამივე მოწყობილობა მშვენივრად იპოვა და ამოიცნო, მართალია დრივერები არ დამიყენებია და რამე პროგრამით არ გამიტესტია მაგრამ რაც მთავარია არ დაიბნა და მიხვდა რომ ჯოისტიკი ჯოისტიკია და პედლები პედლებია :)
ხო ეხლა მთავარი, პროგრამირებას რაც შეეხება: JDK-ზე ლაპარაკიც არ ღირს, არც Ant-ზე JBoss-ზე. IDE-ზე კი ღირს: რა საჭიროა $5000-იანი JBuilder როდესაც არსებობს უფასო Eclipse? თან უნდა დაკრეკო ასეთი ძვირფასი პროდუქტი და მერე შეხვალ Help->About-ში აკრიფავ meettheteam-ს და თვალებში ვეღარ შეხედავ იმ პროგრამისტებს :) მოკლედ ეკლიპსი ცალკე თემაა და მაგაზე მოგვიანებით, როცა შევეჩვევი, მაგრამ უკვე შემიძლია გირჩიოთ, თუ არ გაპინგვინდებით, გაეკლიპსდით მაინც, ვინდოუსზეც არის ეკლიპსი. MySQL-ისთვისაც ყველაფერია უბუნტუზე. და საერთოდ მათთვის ვინც MySQL-Apache-PHP-ზე "ჩალიჩობს" ასევე 1 "პწიჩკის" ჩართვით ან 1 apt-get ბრძანებით დააყენებს სამივეს. უბრალოდ რამდენად კაია პროგრამისტისთვის ასეთი რაღაცეების 1 "პწიჩკით" დაყენებას მიჩვევა ეგ სხვა საკითხია :)
ელხა მინდა დავაფრანკენშტეინო კერნელი, ანუ ამოვაჭრა ყველაფერი და ასე დაკომპილირება ვისწავლო. ეს 1 პატარა რობოტისთვის დამჭირდება მომავალში ;)

Friday, December 29, 2006

Taxi


ავარიაში მოვყევი... ტაქსისტს ვუთხარი ჩქარა იარეთქო და ისე ჩქარა იარა რომ პეკინზე წინა მანქანას შეეჯახა. ის მანქანა Golf 2 იყო და არაფერი მოუვიდა, სამაგიეროდ ტაქსი როგორ დაიმტვრა სურათზე ჩანს. მეორე სურათზე ჩემი შუბლის ”ანაბეჭდია”. თავი მთელი მაქვს, მაგრამ აზრები კი დავტოვე საქარე მინაზე :) და გამვლელებიც იცინოდნენ, სავარაუდოდ ჩემზე იმიტომ რომ შუბლზე ხელი მედო

მართალია - ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებში დრო ნელა გადის: დამუხრუჭების შემდეგ საკმაოდ ბევრ რაღაცაზე გავიფიქრე, მაგალითად სულ ბოლო მომენტში გავიფიქრე კაპოტი რატომ არ დაიჭეჭყაო და ზუსტად დაიწყო კიდეც ამობურცვა კაპოტმა, თან მომეჩვენა რომ ნელა ამოიბურცა. კიდევ შეჯახებამდე იმაზეც მოვასწარი გაფიქრება თუ რა სიჩქარით ვეჯახებოდით და რა მოგვივიდოდა და იმაზე რომ ავარიაში ვყვები :)

Friday, December 08, 2006

bastetoplan


მაგარი ფრენოლოგიური საჩუქარი მივიღე დაბადების დღისთვის სტუდენტ-ბასტეტოლოგისგან :) მაგას შემოევლოს ჩემი თავი :) ხოდა, ყველაზე მაგარი ის იყო რომ მაღლივში და მერე ქუჩაში ეს ლექტორი კაცი დავდიოდი ამხელა თვითმფრინავით ხელში :D